QRMENUS (შემდგომში — „პლატფორმა") არის SaaS სერვისი, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს სთავაზობს ციფრული მენიუს, QR კოდის, მაგიდების მენეჯმენტის და ონლაინ შეკვეთების სისტემას. ამ წესების მიზანია განსაზღვროს თქვენი (შემდგომში — „მომხმარებელი") და პლატფორმის უფლებები და ვალდებულებები.
პლატფორმა გთავაზობთ ორ პაკეტს: Free (უფასო) და Pro (50₾/თვეში). პაკეტის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
გადახდა ხორციელდება TBC E-Commerce (საქართველო) ან Stripe საშუალებით — ბარათით (Visa, Mastercard, AmEx). გადახდა ერთჯერადი ან განახლებადი (recurring) შეიძლება იყოს.
მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს გამოწერა ნებისმიერ დროს. გაუქმებისას ფუნქციები არ ითიშება მყისვე — მომხმარებელი რჩება მიმდინარე პაკეტზე გადახდილი პერიოდის ბოლომდე, შემდეგ ავტომატურად გადადის Free პაკეტზე.
თუ გადახდიდან 14 დღეში არ გამოგიყენებიათ პროფესიონალური ფუნქციები, შეგიძლიათ მოითხოვოთ დაბრუნება — იხილეთ დაბრუნების პოლიტიკა.
პლატფორმა იყენებს Supabase-ისა და TBC Bank-ის უსაფრთხო ინფრასტრუქტურას. მონაცემები ინახება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციების (GDPR) დაცვით. სრული ინფორმაცია — კონფიდენციალობის პოლიტიკა.
პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის (TBC Bank, Stripe) მუშაობის შეფერხებებზე, ინტერნეტ-კავშირის პრობლემებზე, ან მომხმარებლის მიერ ატვირთული კონტენტის (ფოტო, ტექსტი) კანონიერებაზე.
პლატფორმა უფლებას იტოვებს შეცვალოს ეს პირობები მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში. მომხმარებლებს ეცნობებათ ელ-ფოსტით მინიმუმ 30 დღით ადრე.
QRMENUS · qrmenusge@gmail.com · საკონტაქტო ფორმა